ევროარლამენტარის მარინა კალიურანდის მოწოდებას, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია გაერთიანდეს და პარტიულ ინტერესებზე მაღლა დადგნენ, პოლიტიკურ სპექტრში გამოხმაურება მოჰყვა.
"ქართული ოცნების" წევრი, ბექა დავითულიანი მიიჩნევს, რომ საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარის განცხადება გასათვალისწინებელია, თუმცა მისი თქმით, ოპოზიციის დიდი ნაწილი 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებაში არ ერთვება.
თავის მხრივ, პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანიც იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ მთელი ოპოზიციური სპექტრი ხელისუფლების მიერ შექმნილ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობას იღებდეს. თუმცა, ჩარკვიანი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანი ბერკეტი ხელისუფლების ხელშია.