გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევში, საოკუპაციო ზოლიდან 300 მეტრში მხოვრები 66 წლის ტარიელ გურგენიძე 100%-ით ნატურალურ ვაშლის ძმარს აწარმოებს. თანაც საკმაოდ დიდი რაოდენობით და ამ ყველაფერს სრულიად დამოუკიდებლად აკეთებს. ცოტა ხნის წინ მის მიერ წარმოებული ვაშლის ძმრით იტალიდან გამოთქვეს დაინტერესება.
ტარიელ გურგენიძის განმარტებით, მის მიერ წარმოებულ ვაშლის ძმარს ანალოგი არ გააჩნია.