ყაზახეთი იყო და დარჩება ხორბლისა და საკვები პროდუქტების სანდო მიმწოდებლად, პირველ რიგში, ღარიბი ქვეყნებისთვის. ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ თოყაევმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, აუცილებელია სურსათისა და სასუქების სანქციების რეჟიმიდან თუ ნებისმიერი შეზღუდვიდან გათავისუფლება.
პრეზიდენტის განცხადებით, არსებული გლობალური ეკონომიკური და სოციალური რყევები მოითხოვს ქვეყნების კოლექტიურ ძალისხმევას.