საქართველოში, ფქვილის იმპორტი კვლავ იზრდება. ზრდა არა მხოლოდ გასულ თვეებთან, გასულ წელთან შედარებითაც ფიქსირდება.
მთავარი იმპორტიორი კვალვ რუსეთია. ჯამურად ქვეყანამ 45.2 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 119 376 ტონა ფქვილი შეისყიდა. აქედან, საქართველომ რუსეთისგან 2022 წლის იანვარ-აგვისტოში, 44,431 მლნ აშშ დოლარის 118 110 ტონა ფქვილი იყიდა. 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 3,459 მლნ აშშ დოლარის 12 008 ტონა ხორბლისა და ჭვავის ფქვილი.
რას შეეხება სხვა იმპორტიორ ქვეყნებს, ჩამონათვალში ხვდებიან ასევე: თურქეთი, ყაზახეთი, იტალია, უკრაინა, ლიეტუვა, ავსტრია და საფრანგეთი.
აღსანიშნავია, რომ პარალელურად იზრდება ხორბლის იმპორტიც. ცნობისათვის, 2022 წელს, ფქვილის იმპორტის მასშტაბური ზრდა რუსესეთის მიერ, ხორბალზე დაწესებულმა საბაჟო გადასახადმა გამოიწვია.