მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, ღონისძიება სახელწოდებით „ახალგაზრდები მშვიდობის მშენებლობაში“ გაიმართა. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა გახსნა, რომელმაც განსაკუთრებული ყურადღება სამშვიდობო პროცესში ახალგაზრდების როლისა და ჩართულობის გაძლიერების საჭიროებაზე გაამახვილა. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, თეა ახვლედიანმა სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ დაწესებული ყოველწლიური „მშვიდობის ჯილდოს ახალგაზრდებისთვის“ პირველი გამარჯვებული დააჯილდოვა, რომელსაც 3000 ლარის ოდენობით ფულადი პრიზი გადაეცა.