თამარ გაბუნიას ინფორმაციით, კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატ "პაქსლოვიდით" უკვე 600-ზე მეტ პაციენტს უმკურნალეს. "ყველა შემთხვევაში მკურნალობა კარგი გამოსავლით დასრულდა". ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზე საუბრისას, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი განმარტავს, რომ ტენდენცია დაღმავალია და შემთხვევების კლება შეინიშნება. თამარ გაბუნიას ინფორმაციითვე, ქვეყანაში ახალი შტამები არ გამოკვეთილა.