იმ შემთხვევაში თუ არასამთავრობო სექტორი, რადიკალური ოპოზიცია და ევროკავშირი დეოლიგარქიზაციის კანონის მიღებაზე უარს იტყვის, ქართული ოცნების თავმჯდომარე პირობას დებს, რომ უმრავლესობა კანონს არ მიიღებს. ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციის ნაწილს კანონის მიღების შეეშინდა. კონსესუსის მიღება კი ყველა მხარისთვის აუცილებელი პირობაა. დეოლიგარქიზაციის ნაწილში ბიძინა ივანიშვილის მიმართ გაჩენილ კითხვებს, მართველი პარტიის თავმჯდომარე არ ცნობს.