ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმის საქმეზე დაკავებულ გრიგოლ ნარსიას სახის არეში დაზიანებები აქვს. მისი უფლებადამცველი დაზიანებებთან დაკავშირებით ექსპერტიზის დანიშვნას მოითხოვს. ციცინო ბაბუნაშვილი არ გამორიცხავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ კიდევ ერთი - ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნა მოითხოვოს.