ADB-მ საქართველოს ეკონომიკის ზრდისა და ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი გაზარდა.
კერძოდ, როგორც „აზიის განვითარების ბანკის“ (ADB) მიერ დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული, საქართველოს ეკონომიკის ზრდა 2022 წელს 7%-ით არის მოსალოდნელი, გაზრდილი ექსპორტისა და ტურიზმის, ფულადი გადარიცხვებისა და ძლიერი კერძო მოხმარების ფონზე. მაშინ როცა, აპრილში გამოქვეყნებული პროგნოზით, ADB 2022 წელს 3.5%-იან ზრდას ელოდა.
რაც შეეხება ინფლაციას, აზიის განვითარების ბანკმა (ADB) 2022 წელს საქართველოში ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი 7%-დან 11%-მდე გაზარდა.
კერძოდ, როგორც „აზიის განვითარების ბანკის“ (ADB) განახლებულ ანგარიშშია აღნიშნული, 2022 წელს ინფლაციის ზრდა 11%-ით არის მოსალოდნელი. შეგახსენებთ, რომ ADB-ს აპრილში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს 7%-იანი ინფლაცია იყო მოსალოდნელი.