უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადება ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ რუსების განადგურების პროგრამაა.
„რაც შეეხება ბოლო განცხადებებს. პუტინის "ბერმუდის სამკუთხედის" გეგმა - ყოვლისმომცველი პროგრამა რუსების უტილიზაციისთვის: მობილიზაციისგან თავის არიდება - ციხე - კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერი". შემდეგ: უკრაინული ფრონტი - ლიკვიდაცია - "თეთრი ლადა", - წერს დანილოვი „ტვიტერზე“.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დღეს ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, მობილიზაციის ფარგლებში 300 000 რეზერვისტს გაიწვევენ.