საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ისრაელის სახელმწიფოს ვიცე-პრემიერსა და იუსტიციის მინისტრ გიდეონ საარს შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის თანამშრომლობასა და ისტორიულად მტკიცე ხალხთაშორის კავშირებზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ მიმდინარე წელს საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე წლისთავი აღინიშნება.