კახა კალაძე თბილისის მცხოვრებლებს ბოდიშს უხდის და დედაქალაქში საცობების მიზეზს განმარტავს. როგორც მან აღნიშნა, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისა და სატრანსპორტო პოლიტიკის მომდევნო ეტაპის განხორციელების შემდეგ, ეს პრობლემა აღარ იქნება. რაც შეეხება მოსახლეობაში გაჩენილ მოსაზრებას, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის დამატებით პრობლემა მოგვარდება. კახა კალაძე აცხადებს რომ თუ არსებულ საგზაო ინფრასტრუქტურაში ავტობუსებს დაამატებენ, ეს დამატებით პრობლემას შექმნის და გადაადგილება შეუძლებელი იქნება.