ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარ თავდასხმას მმართველი გუნდის წარმომადგენლები ეხმაურებიან. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი აღნიშნავს, რომ გუშინდელი სპეცოპერაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ მაღალ პროფესიონალურ დონეზე წარმართა. მის აზრს იზიარებს კახი კალაძე და ირაკლი კობახიძეც. დედაქალაქის მერი სპეცოპერაციის წარმატებით ჩატარებაში სამართალდამცავების დიდ როლს ხედავს, ხოლო “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ამბობს, რომ საზოგადოებრივ უსაფრთხოებას გამოწვევები აქვს, მაგრამ მთავარი შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან სათანადო რეაგირებაა.