საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები და დამოუკიდებელი დეპუტატები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ხელისუფლებას 12 რეკომენდაციის შესრულების მიზნით „ბაზისურ მიდგომებს“ სთავაზობენ. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ხელისუფლებას სთავაზობენ არა ყველა პროექტს, რომელიც მათ სამუშაო ფორმატში შეიმუშავეს, არამედ, იმ ბაზისურ მიდგომებს, რომელიც შეჯერებულია არასამთავრობო სექტორის ხედვებთან და რეალისტურია დარჩენილ მოკლე ვადაში შესასრულებლად.