არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა აქტიურ ფაზაშია შესული. ამ დრომდე საწარმოებმა ჯამში, 4 ათას ტონამდე ნედლეულად ვარგისი ვაშლი ჩაიბარეს. სამრეწველო ვაშლი წელს 24 თეთრი ღირს, საიდანაც 10 თეთრს ფერმერს სახელმწიფო უხდის.
სუბსიდირება - რეალურად ეს არის დახმარება, თუ პირიქით, მოტივაციის დაკარგვა ფერმერებისთვის. ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე, რაც ზოგადად აგრარული დარგის გამოწვევებს გულისხმობს, "ბიზნეს პალიტრას" ეთერში "აგრო სოლუშენ ჯგუფის" დირექტორი დიანა ბერია საუბრობს.