CNBC Arabia-ს ინფორმაციით, სუეცის არხის ადმინისტრაცია წლიურად შემოსავლის 700 მილიონი დოლარით ზრდას პროგნოზირებს. ამის მიზეზი 2023 წლის იანვრიდან, ყველა ტიპის გემისთვის სატრანზიტო გადასახადის 15%-ით მატებაა.
არხის ხელმძღვანელობამ სატრანზიტო გადასახადის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება გლობალური ინფლაციის გავლენასთან გასამკლავებლად მიიღო. ოსამა რაბიეს განცხადებით, გლობალური ინფლაციის მაჩვენებლის 8%-იანი მატებით, არხში ექსპლუატაციისა და შენახვის ხარჯები გაიზარდა. ტრანზიტის საფასური, როგორც მშრალი ნაყარი ტვირთის გადასაზიდი, ასევე საკრუიზო გემებისთვის 10%-ით მოიმატებს.
თუმცა, ამის პარალელურად, უმეტესი ტიპის გემებისთვის ჩარტერულ ტარიფებში უპრეცედენტო ყოველდღიური ზრდა ფიქსირდება. აღსანიშნავია, რომ 2022 წელს, ნედლი ნავთობის ტანკერების ყოველდღიური ჩარტერული ტარიფები გასულ წელთან შედარებით 88%-ით გაიზარდა.