უმსხვილესმა თურქულმა კომერციულმა ბანკებმა რუსული საგადახდო სისტემის, Mir-ის მომსახურება შეწყვიტეს. Isbank-ისა და Denizbank-ის გადაწყვეტილება პირდაპირ კავშირშია აშშ-ის სანქციებთან და გასულ კვირას ვაშინგტონის მიერ გავრცელებულ განცხადებასთან, სადაც აღნიშნული იყო, რომ Mir-ის მომსახურება ხელს უწყობდა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლას.
შეგახსენებთ, რომ Visa-სა და MasterCard-ის მიერ რუსეთისთვის სერვისების შეწყვეტის შემდეგ, რუსეთის მოქალაქეები იძულებულნი გახდნენ Mir-ის სისტემაზე გადართულიყვნენ, რომელიც დსთ-ის ქვეყნებში აქტიურად გამოიყენება. თურქული ბანკების წარმომადგენლობის გადაწყვეტილებით, Mir-ის მომსახურების შეწყვეტა სრულ თანხვედრაშია საერთაშორისო სანქციების რეჟიმთან და აშშ-ის მოთხოვნასთან.