აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3.5%-დან 7%-მდე გაზარდა. ამის მიზეზად კი ბანკი გაზრდილ ექსპორტსა და ტურიზმის, ასევე ფულადი გადარიცხვებს ასახელებს.
"აზიის განვითარების პროგნოზი 2022”-ის განახლებული ვერსიის მიხედვით, რომელიც ბანკის ყოველწლიური მთავარი ეკონომიკური პუბლიკაციაა, საქართველოს მშპ-ის ზრდა 2023 წელს 6%-ით არის მოსალოდნელი. განახლებული რეპორტის მიხედვით, მომსახურების სფერო 15%-ით გაიზარდა საბინაო, კვების სერვისების, ვაჭრობის, ტრანსპორტისა და უძრავი ქონების ხარჯზე.
ამასთან, წარმოებაც გაიზარდა 18%-ით. სოფლის მეურნეობაში კი კარგი ამინდისა და მოსავლის ფონზე 2.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ამასთან, აზიის განვითარების ბანკის პროგნოზით, მიმდინარე წელს ინფლაციის ზრდა 11%-ით არის მოსალოდნელი, ხოლო მომავალ წელს 5%-მდე შემცირდება.