ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით მახათას მთის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში საზეიმო წირვა ტარდება.
ტაძარში დაბრძანებულია ათონის მთიდან ჩამობრძანებული ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის, „მანუგეშებლის“ ასლი.
წირვას მღვდელმთავარი, ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტი დანიელი აღავლენს. წირვაში, ასევე, მონაწილეობას მიიღებს ათონის მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ეფრემი.