საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის ფარგლებში საბერძნეთის, სერბეთის და სინგაპურის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა. მინისტრებმა საერთაშორისო ფორმატებში არსებული თანამშრომლობა მიმოიხილეს. მინისტრებმა გაცვალეს ინფორმაცია რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოს შესახებ. კოლეგა მინისტრებთან შეხვედრის დროს ყურადღება გამახვილდა ისეთ სფეროებზე, როგორიც არის ვაჭრობა ,ეკონომიკა და ტურიზმი.