დედაქალაქში განსაკუთრებულად გადატვირთულ საავტომობილო მოძრაობასა და გახშირებულ საცობებს თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალქის მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა. კალაძე განმარტავს, რომ მოძრაობის შეფერხება გამოწვეულია იმ ინფრასტრუქტურული სამუშაოებით, რომელიც ორ უმნიშვნელოვანეს გამზირზე - მელიქიშვილის და ქეთევან წამებულის გამზირებზე მიმდინარეობს. როგორც კალაძემ აღნიშნა, მიმდინარე სამუშაოების დასრულების შემდეგ, ქალაქში დაგეგმილია სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, მათ შორის წერეთლის და ვაჟა-ფშაველას გამზირების რეაბილიტაციისა და განახლების სამუშაოები.