აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი რუსეთში აშშ-ის ელჩად დიპლომატ ლინ ტრეისის წარადგენს, - ინფორმაციას Reuters-ი თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ ლინ ტრეისს ამჟამად სომხეთში აშშ-ის ელჩის თანამდებობა უკავია. 2014-2017 წლებში კი მოსკოვში აშშ-ის საელჩოში მისიის ხელმძღვანელის მოადგილე იყო. მანამდე კი, 2019 წელს ერევანში ფიცის დადებამდე, ლინ ტრეისს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროში რუსეთის საკითხების მთავარი მრჩევლის თანამდებობა ეკავა. რუსეთში აშშ-ის ელჩის პოსტი ვაკანტური 4 სექტემბრის შემდეგაა, როდესაც ელჩის, ჯონ სალივანის უფლებამოსილების ვადა ამოიწურა.