უკვე რამდენიმე დღეა, საერთაშორისო პრესაში აქტიურად იწერება, რომ ლეონარდი დიკაპრიო ჯიჯი ჰადიდზეა შეყვარებული და მასთან ურთიერთობის დაწყება სურს. მეტიც, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰადიდი მსახიობს თვეების წინ ხვდებოდა. თუმცა, ეს ინფორმაცია არც ჯიჯის დაუდასტურებია და არც ლეონარდოს. სამაგიეროდ, ჯიჯი ჰადიდის მამამ, 73 წლის ბიზნესმენმა და მეწარმემ, მოჰამედ ჰადიდმა ცოტახნის წინ განაცხადა, რომ ლეონარდო და ჯიჯი რეალურად უკვე დიდი ხანია ერთმანეთს იცნობენ.
"ბატონი დიკაპრიო ოთხი-ხუთი წლის წინ, სენ-ტროპეში გავიცანი და ის ძალიან კარგი ადამიანია. ყოველთვის მომწონდა. ჯიჯისაც დიდი ხანია იცნობს." - თქვა მოჰამედ ჰადიდმა.
ჯიჯის მამის თქმით, ის და ლეო კარგი მეგობრები არიან და მათ შორის სასიყვარულო ურთიერთობა ვერ იქნება, თუმცა შეკითხვას ბოლომდე მაინც არ სცემს პასუხს:
"მიუხედავად იმისა, რომ ამ თემაზე ჩემს ქალიშვილთან არ მიპალარაკია, არ მგონია, ერთმანეთს ხვდებოდნენ. ისინი უბრალოდ კარგი მეგობრები არიან. მაგრამ, ეს დანამდვილებით არ ვიცი." - თქვა ჯიჯი ჰადიდის მამამ.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ლეონარდო დიკაპრიო და ჯიჯი ჰადიდი ნიუ-იორკის მოდის კვირეულის შემდეგ წვეულებაზე ერთად დააფიქსირეს. იქამდე კი ინსაიდერებმა დაწერეს, რომ ლეონარდო ჰადიდზეა შეყვარებული. ამ ინფორმაციამ სოციალურ მედიაში უამრავი ხუმრობა გააჩინა. აქამდე წერდნენ, რომ ლეონარდო მხოლოდ 25 წლამდე გოგონებს ხვდებოდა, ჯიჯი ჰადიდი კი 27 წლისაა და პატარა შვილი ჰყავს.