სასამართლომ რეპერი Cardi B სტრიპტიზ კლუბის ორ თანამშრომელზე თავდასხმაში დამნაშავედ ცნო. მომღერალს 15 დღით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა მიესაჯა.
"წარსულში რამდენიმე ცუდი გადაწყვეტილება მივიღე და არ მეშინია ამისთვის პასუხი ვაგო" – განაცხადა 29 წლის ჰიპ-ჰოპ არტისტმა.
შემთხვევა 2018 წელს ნიუ-იორკის სტრიპტიზ კლუბ Angels-ში მოხდა. Cardi B კლუბის ტყუპ მოცეკვავეებს დაესხა თავს, ერთ მათგანს თმაში ჩაავლო ხელი და სახე მაგიდაზე დაარტყმევინა. ორი კვირის შემდეგ რეპერი კლუბში კიდევ ერთხელ მეგობართან მივიდა და მოცეკვავეებს ბოთლები ესროლა. თანამზრახველს ქარდი ბიმ $5 000 გადაუხადა.
მომღერლის თქმით მისი ქმარი, რეპერი Offset ერთ-ერთ მოცეკვავესთან ღალატობდა.