ორსული ბლეიკ ლაივლი წითელ ხალიჩაზე გამოჩნდა და საზოგადოებას შეატყობინა, რომ ის და რაიან რეინოლდსი მე-4 შვილს ელოდებიან.
ლაივლი გასულ ხუთშაბათს Forbes Women-ის ღონისძიებას დაესწრო და ყველა გააოცა, რადგან მსახიობის ორსულობის შესახებ აქამდე არავინ იცოდა.
ბლეიკ ლაივლის ჩაცმულობით ამჯერადაც ყველა აღფრთოვანდა. თუმცა ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მსახიობმა ორსულობის შესახებ საზოგადოებას წითელ ხალიჩაზე გამოჩენით ამცნო. 2019 წელს რაიანის ფილმის, Pokéman Detective Pikachu-ს პრემიერაზე გამოჩენით ბლეიკ ლაივლიმ მაყურებელს ორსულობის შესახებ შეატყობინა.
შეგახსენებთ, რომ წყვილის უკვე 3 შვილი ჰყავს: 7 წლის ჯეიმსი, 5 წლის ინესი და 2 წლის ბეტი.