პრინცმა უილიამმა და ქეით მიდლტონმა დედოფლის დაკრძალვამდე, პროცესიასთან დაკავშირებული დეტალები გაიარეს. ისინი იმ სამხედროებს შეხვდნენ, ვინც დედოფლის დაკრძალვის ცერემონიაში იღებს მონაწილეობას.საინტერესოა, რომ დედოფლის გარდაცვალებისა და ახალი ტიტულის მიღების შემდეგ , უელსის პრინცესას გარდერობი ბევრად თავშეკავებული და ზომაზე მკაცრიც გახდა. სამხედროებთან შეხვედრაზე ის „ალექსანდრე მაკქუნის“ სადა შავ პალტოში იყო გამოწყობილი, რომელსაც შავი შლაპა ჰქონდა შეხამებული. ქეითს მარგალიტის საყურე ეკეთა, რომელიც დედოფლისგან მემკვიდრეობით მიიღო.