უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა და პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III-ს შეხვდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ შმიგალი პირად “ტელეგრამ” გვერდზე ავრცელებს.პრემიერ-მინისტრმა და პირველმა ლედიმ მადლობა გადაუხადეს მეფეს პირადად მისგან და დიდი ბრიტანეთისგან უკრაინის მტკიცე მხარდაჭერისთვის.“პატივი მქონდა შევხვედროდი მის უდიდებულესობა მეფე ჩარIII-ს ლზ ბუკინგემის სასახლეში. პირველ ლედი ოლენა ზელენსკასთან ერთად პრეზიდენტის, მთავრობისა და უკრაინის ხალხის სახელით მივუსამძიმრეთ დედოფალ ელისაბედ II- გარდაცვალების გამო. ხაზგასმით აღვნიშნე, რომ მომავალში უკრაინელი ხალხი სიამოვნებით მიიღებს მეფე ჩარლზ III-ს ვიზიტს ჩვენს ქვეყანაში”, – წერს პრემიერ-მინისტრი.