ტოკიოში მიმდინარე აკი ბაშოს მე-10 დღეს ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი მე-5 მაეგაშირა სადანოუმის დაუპირისპირდა და სამწუხაროდ დამარცხდა. 34 წლის ქართველმა სეკიტორმა მიმდინარე ბაშოზე მე-6 ბრძოლა წააგო.
ბრძოლის დასაწყისში სადანოუმმა უფრო აქტიურად შეუტია და უკეთესი პოზიციის მოპოვება თავიდანვე შეძლო. ბოლოს მან ტოჩინოშინი დოჰიოდან მარტივად გადაიყვანა და იორიკირით გამარჯვება გაიფორმა.
ცნობისთვის, ქართველ სპორტსმენს მიმდინარე ბაშოზე 4 მოგება და 6 მარცხი დაუგროვდა. დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად ბოლო 5 ბრძოლიდან 4-ის მოგება სჭირდება. დღეს მისი მეტოქე მე-12 მაეგაშირა რიუდენი იქნება, რომელსაც მოგება-წაგებათა ბალანსი 6-4-ზე აქვს.