საფრანგეთის ტოპ 14-ის მესამე ტურში ბექა გიგაშვილის ტულონი კლერმონს შეხვდა და ანგარიშით 30:29 დაამარცხა. შეხვედრის 35-ე წუთზე გიგაშვილმა ლელო დადო. შეხვედრის 56-ე წუთზე მთავარმა მწვრთნელმა გიგაშვილი შეცვალა. აღსანიშნავია, რომ კარგი თამაშის გამო ქართველი მორაგბე ტოპ 14-ის სიმბოლურ გუნდშიც მოხვდა. ცნობისთვის, ტულონი 8 ქულით მე-7 ადგილზე იმყოფება.
დავით ნინიაშვილისა და ბექა საღინაძის ლიონი გია ხარაიშვილის რასინგთან სტუმრად ანგარიშით 19:32 დამარცხდა. ლიონის ქართველმა მორაგბემ, დავით ნინიაშვილმა ერთ-ერთ ეპიზოდში ხაზი ბრწყინვალედ გაჭრა და თანაგუნდელს ლელო დაადებინა. ორივე ქართველმა მატჩი სრულად ჩაატარა. ცნობისთვის, ლიონი 5 ქულით ჩემპიონატში მე-11 ადგილზეა.