ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები თბილისში დიდი დანაკლისით მოდის – გუნდს შესაძლოა, ერთა ლიგის გადამწყვეტ შეხვედრაში ოთხი წამყვანი მოთამაშე დააკლდეს. სამი მათგანის ვინაობა ცნობილი იყო, ახლა კი ეს რიცხვი ოთხამდე გაიზარდა.
წინასწარ ცნობილი იყო, რომ ბალკანელებს დააკლდათ ორი თავდამსხმელი – „ბარნლის“ მოთამაშე დარკო ჩურლინოვი და თურქული „ისტანბულსპორის“ შემტევი ვალონ ეტემი. მესამე დანაკლისი ნაკრების კაპიტანი და ზაგრების „დინამოს“ მოთამაშე, სტეფან რისტოვსკი იყო.
ერთა ლიგის დასკვნით მატჩებში თამაშებში საეჭვო გახდა ზაგრების „დინამოს“ კიდევ ერთი ფეხბურთელის, არიან ადემის თამაშიც. ადემის პრობლემა დაზიანებაა.
მაკედონიელთა დანაკლისის შესახებ დღეს უფრო მეტი ინფორმაცია უნდა გახდეს ხელმისაწვდომი. ასევე დაზუსტებით ცნობილი გახდება, შეძლებს თუ არა ადემი საქართველოსა და ბულგარეთის წინააღმდეგ ერთა ლიგის დასკვნით შეხვედრებისთვის მომზადებას.