გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგაში შესანიშნავად ასპარეზობას განაგრძობს. ქართველმა მეკარემ გასულ უქმეებზე "სელტას" წინააღმდეგ არაერთი რთული ბურთი მოიგერია და გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
ცნობილმა ესპანურმა გამოცემა Marca-მ სიმბოლური თერთმეტეული შეადგინა ფეხბურთელებისგან, რომლებიც განვლილ 6 შეხვედრაში საუკეთესონი იყვნენ. შემადგენლობაში მოხვდა გიორგი მამარდაშვილიც.
აღნიშნულ შემადგენლობაში გიორგი მამარდაშვილთან ერთად მოხვდნენ - რეინილდო, პაუ ტორესი და რონალდ არაუხო. ნახევარდაცვაში მარკამ შეარჩია ფედერიკო ვალვერდე, ორელიენ ჩუამენი, პედრი გონსალესი და ნიკო ვილიამსი, ხოლო შემტევებს შორის საუკეთესოდ დასახელდნენ ვინისიუს ჟუნიორი, რობერტ ლევანდოვსკი და ბორხა იგლესიასი.მამარდაშვილი გახდა ვალენსიას ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც ამ სიმბოლურ შემადგენლობაში მოხვდა.
შეგახსენებთ, შემდეგ შეხვედრას "ვალენსია" 2 ოქტომბერს "ესპანიოლის" წინააღმდეგ გამართავს.