"მაუწყებლობის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტს პარტია "დროა" ეხმაურება. ბათუ ქუთელია ხელისუფლების მმართველობას ავტორიტარულს უწოდებს. ე.წ. რეჟიმის ერთ-ერთ მახასიათებლად კი თავისუფალი სიტყვის შეზღუდვას ასახელებს. პარტია "დროას" პოლიტიკური საბჭოს წევრის განმარტებით, “ქართული ოცნება” იმ თავისუფლების შეზღუდვას ცდილობს, რომელზეც დემოკრატიული სახელმწიფო დგას.