საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის წევრების შეხვედრას ოპოზიციური სპექტრი ეხმაურება.
პარტია "დროას" პოლიტიკური საბჭოს წევრისთვის მმართველ გუნდთან თანამშრომლობა ძნელად წარმოსადგენი აღმოჩნდა. ბათუ ქუთელია მიიჩნევს, რომ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება იმ შემთხვევაში მიიღწევა, როდესაც ქვეყანაში დემოკრატიული მმართველობაა და არა ავტორიტარული რეჟიმი. ქუთელიას მტკიცებით, “ქართული ოცნება” ერჩის საქართველოს დასავლურ მომავალს და მათ ინტერესებში ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია არ არის.
მის აზრს იზიარებს გიორგი ვაშაძეც. “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ პრორუსული “ქართული ოცნება” პროევროპულმა მოსახლეობამ ხელისუფლებიდან უნდა გაუშვას. ის “ქართულ ოცნებასთან” თანამშრომლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს თუ მმართველი გუნდი გახსნის პროცესს და სრულად ინკლუზიური გახდება.