ქუთაისში სპეცოპერაცია, რომელიც 9 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, წარმატებულად დასრულდა. შსს-ის ინფორმაციით, ყველა მძევალი გათავისუფლებულია და თავს გრძნობენ კარგად.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1985 წელს დაბადებული გრიგოლ ნარსია ადგილზევე დააკავა.
შეიარაღებული პირი ბანკში გუშინ, დაახლოებით დღის თორმეტის ნახევარზე შეიჭრა. თავდამსხმელს 14 მძევალი ჰყავდა და რუსულ დროშას, ანკესს, ვერტმფრენს და 2 მილიონ დოლარს ითხოვდა. მოგვიანებით მან მოთხოვნა შეცვალა და მილიონ ნახევარზე ჩამოვიდა.
სპეცოპერაციას შინაგან საქმეთა მინისტრი ხელმძღვანელობდა.
გათავისუფლებული მძევლები გვიან ღამით იმერეთის სამხარეო პოლიციაში გამოკითხვაზე გადაიყვანეს.