ამერიკელი ბიზნესმენი ილონ მასკი აცხადებს, რომ აპირებს თხოვნით მიმართოს აშშ-ს ხელისუფლებას, დართოს გამონაკლისი სანქციების პოლიტიკაში და ნება დართოს ინტერნეტ-ქსელ Starlink-ის ირანში მუშაობაზე.
მანამდე Starlink-მა საკუთარ გვერდზე გაავრცელა დაფარვის რუკა, საიდანაც ირკვევა, რომ ქსელი უახლოს მომავალში არ აპირებს მუშაობა დაიწყოს ავღანეთში, ბელარუსში, ვენესუელაში, ირანში, ჩინეთში, ჩრდილოეთ კორეაში, კუბაში, რუსეთსა და სირიაში.
ცნობისთვის, ქსელი Starlink ეკუთვნის კომპანიას SpaceX, რომელიც ილონ მასკის დაარსებულია.