2022 წლის აგვისტოში საქართველოში ყურძნის იმპორტმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. მხოლოდ ერთ თვეში ქვეყანამ 104,6 ათასი დოლარის ღირებულების 112 ტონა ახალი ყურძენი იყიდა. ეს კი პანდემიამდელ 2019 წლის მაჩვენებელს თითქმის 2,5-ჯერ აღემატება. აღსანიშნავია, რომ ყურძნის იმპორტმა მიმდინარე წლის აგვისტოში 13-წლიანი რეკორდიც მოხსნა.
ამასთან, საქსტატის მონაცემებით, მთლიანად 2022 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში 1,086 მლნ დოლარის ღირებულების 1 171 ტონა ყურძნის იმპორტი განხორციელდა.
რაც შეეხება იმპორტიორ ქვეყნებს, 2022 წლის აგვისტოში საქართველომ ყურძენი მსოფლის სამ ქვეყანაში - თურქეთში, სომხეთსა და ნიდერლანდებში იყიდა.
როგორც EastFruit-ის ანალიტიკოსები წერენ, უცხოურ სუფრის ყურძენზე არსებული მაღალი მოთხოვნა ორი ფაქტორით არის განპირობებული. ამ სეზონზე სუფრის ყურძნის ადგილობრივ ბაზარზე მიწოდებება დაბალი იყო, რამაც, რა თქმა უნდა, იმპორტის სტიმულირება მოახდინა. კიდევ ერთი მიზეზი არის დინამიურად მზარდი მოთხოვნა საცალო მაღაზიების მხრიდან.
აღსანიშნავია, რომ აგვისტო არ არის სუფრის ყურძნით საგარეო ვაჭრობის ძირითადი თვე. საქართველოში სუფრის ყურძნის იმპორტის პიკური პერიოდი წლის მეოთხე კვარტალზე მოდის. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ უახლოეს თვეებში ქვეყანაში ყურძნის იმპორტმა მორიგი რეკორდი მოხსნას.