2022 წლის იანვარ-აგვისტოში სააქართველოდან რუსეთში ექსპორტი წლიურად 8.5%-ით გაიზარდა. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებული მონაცემებიდან ირკვევა.
კერძოდ, „საქსტატის“ მონაცემებით, მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში რუსეთში ექსპორტი 409 253 700 აშშ დოლარი, ხოლო გასული წლის იანვარ-აგვისტოში - 377 070 700 აშშ დოლარი იყო.
საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფების ჩამონათვალში ლიდერობს: ფეროშენადნობები - 101 102 500 აშშ დოლარით, მას მოსდევს ყურძნის ნატურალური ღვინოები - 90 382 500 დოლარის ექსპორტით, მე-3 ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები (ცალი) – 34 262 000 აშშ დოლარით, მე-4 და მე-5 პოზიციებს კი სპირტიანი სასმელები და მინერალური და მტკნარი წყლები ინაწილებენ, რომელთა ექსპორტმაც შესაბამისად, 34 129 800 და 28 580 500 აშშ დოლარი შეადგინა.