2022 წლის აგვისტოში კომერციულმა ბანკებმა 168,049 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს, ეს კი ივლისთან შედარებით - 124,337 მლნ ლარით; წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 65,074 მლნ ლარით ნაკლებია. შარშან აგვისტოში ბანკების წმინდა მოგება 233,123 მლნ ლარი იყო.
ამასთან, ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის აგვისტოში კომერციული ბანკების შემოსავლებმა შეადგინა 674,234 მლნ ლარი, საიდანაც საპროცენტო შემოსავლები იყო 482,576 მლნ ლარი. აგვისტოში კომერციული ბანკების ხარჯებმა 484,518 მლნ ლარი შეადგინა.
ამავე სტატისტიკით, ბანკების მიერ ჯარიმა/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 17,063 მლნ ლარი; საკონვერსიო ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგებამ 89,741 მლნ ლარი შეადგინა. ამასთან, წინა თვეში ბანკებმა საკომისიოებიდან და გაწეული მომსახურებებიდან 48,719 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს.