ფიქტიურ რეფერენდუმებს არ გააჩნიათ ლეგიტიმურობა და არ ცვლიან უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის ხასიათს, - ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი Twitter-ის გვერდზე წერს.
“ეს არის პუტინის ომის შემდგომი ესკალაცია. საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა დაგმოს საერთაშორისო სამართლის ეს აშკარა დარღვევა და გააძლიეროს უკრაინის მხარდაჭერა”, - წერს ნატოს გენმდივანი.
ინფორმაციისთვის, 23-დან 27 სექტემბრამდე დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციაში შესვლის თაობაზე „რეფერენდუმების“ ჩატარება იგეგმება.