ქუთაისში, „საქართველოს ბანკის” ფილიალზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია.
"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ის 1985 წელს დაბადებული გრიგოლ ნარსიაა.
შეგახსენებთ, რომ შეიარაღებული პირი ბანკში დაახლოებით დღის 12:00 საათზე შეიჭრა. თავდამსხმელს 14 მძევალი ჰყავდა და რუსულ დროშას, ანკესს, ვერტმფრენს და 2 მილიონ დოლარს ითხოვდა. სპეცოპერაცია ადგილზე დაახლოებით 9 საათი მიმდინარეობდა. შსს-ს ინფორმაციით, თავდამსხმელი დაკავებულია და ყველა მძევალი თავისუფალი.