მსურდა ვყოფილიყავი იმ ადგილას, სადაც ისტორია იქმნება - ასე განმარტავს ევროკავშირის ახალი ელჩი პაველ ჰერჩინსკი საქართველოში მუშაობის სურვილს, რომლისთვისაც, როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში თავადაც ამბობს, საკმაოდ დიდი კონკურენციის გაწევა მოუხდა.
ელჩი მიიჩნევს, რომ ახლა საქართველოს წინაშე შესაძლებლობათა მნიშვნელოვანი ფანჯარაა გახსნილი, რომლის ხელიდან გაშვება არ შეიძლება, თუმცა ესმის, რომ პროცესი გამოწვევებით იქნება სავსე.
რას ფიქრობს ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე, როგორ აფასებს საქართველოს პოზიციონირებას რუსეთის სასტიკი ომის გამო შექმნილი გამოწვევების ფონზე და რამდენად ლოგიკურად ჟღერს მისთვის ბრალდებები „მეორე ფრონტის შესახებ - ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე, ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი საქართველოში მუშაობის დაწყების შემდეგ მის პირველ ინტერვიუში, ექსკლუზიურად „ინტერპრესნიუსთან“ საუბრობს.