"საქართველოს ბანკი" ქუთაისში მდებარე ფილიალზე თავდასხმის საქმეზე სპეცოპერაციაში მონაწილე ყველა ადამიანს მადლობას უხდის. შესაბამისი განცხადება ბანკმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
"ბოროტმოქმედი დაკავებულია, ყველა მძევლად აყვანილი უდანაშაულო ადამიანი კი - თავისუფალი.მადლობა სპეცოპერაციაში მონაწილე ყველა ადამიანს", - წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, დღეს "საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდამსხმელმა 12 ადამიანი მძევლად აიყვანა. სპეცოპერაცია რამდენიმე წუთის წინ დასრულდა და დაკავებულია 1 ადამიანი.