საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის წევრები საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრის ძირითადი თემა ევროინტეგრაცია და ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების მიმართულებით არსებული მდგომარეობა იყო. აღნიშნულ საკითხზე შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთანაც გაიმართა.