პარლამენტში პლენარული სხდომა გაიმართა - სესია ტრადიციულად პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნა. 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულება, ოპოზიციის პარალელური პროცესი, მთავრობის საერთაშორისო ვიზიტები, ამ და სხვა საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება დეპუტატებმა. სხდომა გენერალური აუდიტორის მოსმენით და კანონპროექტებზე მსჯელობით გაგრძელდა.