ქუთაისში, 'საქართველოს ბანკის" შენობაში, სადაც თავდამსხმელს მძევლები ჰყავს აყვანილი, ვითარება ამ დრომდე დაძაბულია. ცოტა ხნის წინ მძევლის სოციალურ ქსელიდან მორიგი ვიდეო გავრცელდა, სადაც ისმის, რომ თავდამსხმელმა თანხასთან დაკავშირებით მოთხოვნა შეცვალა. ის 2 მილიონის ნაცვლად, მილიონნახევარ დოლარს ითხოვს. მძევალთან ხაზზეა სამართალდამცველი, რომელიც თავდამსხმელისგან გარკვეულ დროს ითხოვს, რათა თანხა მიუტანონ.