არსებული ინფორმაციით, ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეჭრილი შეიარაღებული პირი 2 მილიონ ლარს ითხოვს.
როგორც ადგილზე შეკრებული პირები აღნიშნავენ, სწორედ 2 მილიონი ლარის სანაცვლოდ აპირებს თავდამსხმელი ბანკში მყოფი ადამიანების გათავისუფლებას.
„გვითხრეს, რომ მძარცველი 2 მილიონს ითხოვს. მძევლები ჰყავს აყვანილი. ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული, რომლის იქითაც არ გვიშვებენ", - აღნიშნავს ადგილზე მყოფი ერთ-ერთი პირი.
ცნობისთვის, ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე სპეცოპერაციაა. არსებული ინფორმაციით, „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებული მძარცველი შეიჭრა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ბანკში ათამდე ადამიანი იმყოფება. პერიმეტრი სამართალდამცველებს აქვთ გადაკეტილი.