ფარული მიყურადების საქმეს სახალხო დამცველი ეხმაურება. ნინო ლომჯარიას უწყება ამბობს რომ მედიაში რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ჩანაწერები, რომლებიც ოპოზიციის თვალთვალის კადრებს მოიცავს, მასობრივი უკანონო მიყურადების ეჭვს აჩენს. სუსის მასალებს დღეს ოპოზიცია საგანგებო ბრიფინგითაც გამოეხმაურა.