საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად საკანონმდებლო ცვლილებები იგეგმება, რომელიც ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის დასკვნების შესაბამისად, საქართველოს საარჩევნო კოდექსის გადასინჯვას ეხება.
"საქართველოს საარჩევნო კოდექსში" და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებათა პაკეტი უკვე დაინიცირებულია.