ახალი iPhone-ის მფლობელებს სმარტფონის აქტივაციის დროს პრობლემები შეექმნათ - Palitra News

ახალი iPhone-ის მფლობელებს სმარტფონის აქტივაციის დროს პრობლემები შეექმნათ

2022-09-20 10:05:30+04:00

ახალი iPhone 14-ის მფლობელებს სმარტფონის აქტივაციის დროს პრობლემები შეექმნათ. ამის შესახებ გამოცემა MacRumors-ი წერს.

მისი ინფორმაციით, ოპერაციული სისტემა iOS-ის უცნობი შეცდომის გამო Apple-ის ახალი სმარტფონების მფლობელებმა Wi-Fi-ს საშუალებით აქტივაცია ვერ შეძლეს.

MacRumors-მა მოიპოვა წვდომა Apple-ის სამსახურებრივ ჩანაწერზე, რომლის მიხედვითაც, კომპანიაში პრობლემის არსებობას აღიარებენ.

ამჟამად კორპორაციის ინჟინრები შეცდომის გამოსწორებას ცდილობენ.