თბილისში პარკირების საფასურის გადაუხდელობის გამო, წელს 255 ათასამდე ჯარიმა გამოიწერა, რაც 2021 წლის მთლიან მაჩვენებელს 88 ათასით აჭარბებს - Palitra News

თბილისში პარკირების საფასურის გადაუხდელობის გამო, წელს 255 ათასამდე ჯარიმა გამოიწერა, რაც 2021 წლის მთლიან მაჩვენებელს 88 ათასით აჭარბებს

2022-09-19 12:16:47+04:00

2022 წლის 1-ელი იანვრიდან 7 სექტემბრის ჩათვლით, დედაქალაქში პარკირების საფასურის გადაუხდელობის გამო 254 965 ელექტრონული საჯარიმო ქვითარი გამოიწერა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის პასუხად აცნობეს, 2022 წლის 8 თვეში გამოწერილი საჯარიმო ქვითრების რაოდენობა, 2021 სრული წლის მაჩვენებელს 88 719-ით აჭარბებს